Saturday, May 3, 2014

პირველი დღე

 2014 წლის 3 მაისი, ტრენინგის პირველი დღე კომპიუტერული ტექნოლოგიების უფრო სიღრსმეულ-ინტელის პროგრამის საკითხებზე. ტრენერი დათო ჯანიაშვილი,უაღრესად კომპეტენტური და საინტერესო პიროვნება. ტრენერის ძალიან საინტერესო შესავალმა საუბარმა კომპ. ინტელის  მუშაობის შინაარსზე,კიდევ უფრო დამარწმუნა კომპიუტერული ტექნოლოგიების ფართო შესაძლებლობებზე მოსწავლეთა სწავლით დაინტერესებაში.საინტერესოდ დასმულმა კითხვებმა ჩემი წინარე კომპიუტერული ცოდნის შემოწმებისათვის, ნათლად დამანახვა ამ ცოდნის ძლიერი და სუსტი მხარეები!
ვფიქრობ, პროექტი– გაკვეთილები დიდებული მიგნებაა ცოდნისათვის მარათონში!ძალიან ახალი და საინტერესო, კომპლექსური, ფერადოვანი!
დამჭირდება კიდევ ბევრი მუშაობა კომპიუტერზე მუშაობის ტექნიკის დასახვეწად!კმაყოფილი ვარ ჩემი გადაწყვეტილების,რომ ვმონაწილეობ ამ პროგრამაში!