Sunday, June 15, 2014

ტრენინგის მერვე–მეცხრე დღე


დასასრულს მიუახლოვდა ტრენინგი. ვაჯამებ შესწავლილ მასალებს,  მიხარია,რომ თანდათან დასრულებულ სახეს იღებს ჩემი პორტფოლიო .ვმუშაობ გაკვეთილის გეგმის პრეზენტაციაზე, რომელიც ბილო დღეს უნდა წარვადგინო. ტრენინგის რვა მოდულმა ბევრი რამ მასწავლა პროექტებით სწავლების შესახებ.ჩემი აზრით,ინტელის ტრენინგი იყო უაღრესად საინტერესო და მნიშვნელოვანი პედაგოგებისათვის,ტრენინგზე მიღებულ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ პრაქტიკულ საქმიანობაში.მადლობა  ტრენერს ბატონ დათო ჯანიაშვილს გაწეული დახმარებისათვის,კომპიუტერულ ტექნოლოგიებში თავისი დიდი ცოდნის დაუზარებლად და შემართებით გადმოცემისათვის, იმ ენთუზიაზმისა და გამხნევებისათვის , რომელსაც მუშაობის პროცესში გვაძლევდა ხოლმე! დიდი მადლობა თქვენი ნიჭიერებისა და დიდი ტაქტისათვის1
ტრენინგის მეშვიდე დღე

ვიმუშავეთ პოვერპოინტში პორტფოლიოს პრეზენტაციის საკითხებზე. ფაილებზე სახელის დარქმევისა და შეცვლის, მათი მიმაგრების უამრავ პრაქტიკულ საკითხზე. ძალიან კმაყოფილი ვარ, ყველას ვუსურვებ, პრაქტიკულ საქმიანობაში ტრენინგზე მიღებული ცოდნის წარმატებით გამოყენებას..
ტრენინგის მეექვსე დღე

ტრენინგის მეექვსე მეცადინეობა კიდევ უფრო საინტერესო იყო.ვიმუშავეთ პროექტის გეგმის დროის ჩარჩოზე , აგრეთვე  შეფასების ინსტრუმენტებზე,  კერძოდ, შეფასების რუბრიკებზე მოსწავლის იდივიდუალური ნაშრომის,თვითშეფასებისა  და  ჯგუფური მუსაობისათვის.
შევასრულეთ ინტერნეტრესურსებში ბმულის სახით მისამართების ჩასმის პრაქტიკული დავალებები.

Saturday, June 14, 2014

ტრენინგის მეხუთე დღე

 ობიექტური  მიზეზებით  გამოწვეული  ორკვირიანი  პაუზის შემდეგ ტრენინგი  კვლავ განახლდა. დღევანდელი მეცადინეობა მიეძღვნა  პროექტის გეგმის ზოგად, შინაარსობრივ და მიმართულების მიმცემ საკვანძო  კითხვებს.ტრენერმა აგვიხსნა ამ კითხვების მნიშვნელობა და ხაზი გაუსვა  მათ შორის განსხვავების აუცილებლობას.შინაარსობრივი კითხვები არის საკონტროლო კითხვები, რომლითაც მოეწდება საპროგრამო მასალის ცოდნა. ანუ : ზოგადი–შინაარსობრივი– თემატური. პროექტში კითხვების ასე ჩამოყალიბება გვეხმარება შედეგის მიღწევაში. საბოლოო ჯამში ყველაფერი  ეყრდნობა ესგ–ს სტანდარტებს.

ტრენინგის მეოთხე დღე

  ტრენინგი კიდევ უფრო საინტერესო ხდება.ვისწავლეთ დრაივზე მუშაობის დეტალები. მოსწავლეებთან დისტანციური თანამშრომლობა, რაც მათთან ურთიერთობისას ძალიან გამომადგება.ვისაუბრეთ დრაივზე ბუკლეტის განთავსების დეტალებზე,ამ საკითხებთან  დაკავშირებით ტრენერი ძალიან ბევრ  დეტალს ჩაუღრმავდა.
ტრენინგის მესამე დღე

ტრენინგი კიდევ უფრო საინტერესო ხდება.ვიხილავთ პროექტის გეგმას ნაწილ–ნაწილ.ვუღრმავდებით ბლოგზე მუშაობას,ვისწავლეთ ახალი ბლოგის გახსნა,მიმდინარე ბლოგზე ჩვენი აზრის კომენტირება.ჩემი აზრით, ბლოგი იდეების გაზიარების საუკეთესო საშუალებაა,ის, ზოგადად, ბევრი ობიექტურად  მოაზროვნე ადამიანის სახელს აღმოაჩენს.ასე რომ ახალი ტექნოლოგიები ჩრდილში არც ერთ ნიჭიერ ადამიანს არ დატოვებს, ეს პროფესიონალ ჟურნალისტებს დიდ პასუხისმგებლობას დააკისრებს!
 ჩვენი ტრენერი, ბატონი დავითი , დიდი მოთმინებით მპასუხობს განმეორებით ზოგერ უკვე ახსნილ  კითხვებზე. მადლობა მას ამისათვის!

Friday, June 13, 2014

ტრენინგის მეორე დღე

გავეცანით პროექტის გეგმის შაბლონს და მისი შედგენის ძირითად პრინციპებს. და დავიწყეთ კიდეც ნაბიჯ–ნაბიჯ მისი შედგენა.ძალიან საინტერესოა! აქ საჭირო არ არის არაფერი  ზედმეტი, ფორმალური მრავალსიტყვაობა!გეგმაში ყველაფერი ლოგიკურად ერთმანეთისაგან გამომდინარობს და ეყრდნობა უმაღლეს საგანმანათლებლო მიზნებს  და ესგ–ს სტანდარტებს.აღსანიშნავია,რომ ტრენერის მითითებები  დასაბუთებული იყო და ძილიან გამომადგა. გმადლობთ , დავით!