ტრენინგის მეხუთე დღე
ობიექტური მიზეზებით გამოწვეული ორკვირიანი პაუზის შემდეგ ტრენინგი კვლავ განახლდა. დღევანდელი მეცადინეობა მიეძღვნა პროექტის გეგმის ზოგად, შინაარსობრივ და მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს.ტრენერმა აგვიხსნა ამ კითხვების მნიშვნელობა და ხაზი გაუსვა მათ შორის განსხვავების აუცილებლობას.შინაარსობრივი კითხვები არის საკონტროლო კითხვები, რომლითაც მოეწდება საპროგრამო მასალის ცოდნა. ანუ : ზოგადი–შინაარსობრივი– თემატური. პროექტში კითხვების ასე ჩამოყალიბება გვეხმარება შედეგის მიღწევაში. საბოლოო ჯამში ყველაფერი ეყრდნობა ესგ–ს სტანდარტებს.
No comments:
Post a Comment